
ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ცხედარი საცხოვრებელ სახლში გადაასვენეს და სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.
კირბალის მაცხოვრებლების ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გინტური თავისსავე მანქანაში მოკლეს და მას ჭრილობები ზურგის არეში აქვს მიყენებული.
„ავიდნენ ეკლესიაში სანთელი უნდა დაენთოთ და იქვე ყოფილან რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები. მისცვივდნენ და ჩაცხრილეს ბიჭი მანქანაში. ერთი გაიტაცეს“, – აცხადებს ოჯახის ახლობელი.
„მანქანა ახლაც იქ გდია. ბეჭებში აქვს სამგან ნასროლი. მანქანაში მოკლეს. უკნიდან არის ნასროლი. სულ დაცხრილულია მანქანა“, – აღნიშნავს ადგილობრივი კაცი.
კომენტარები