
ბრიტანელი მეცნიერები აცხადებენ, რომ მათ ე.წ. “ბერმუდის სამკუთხედის” საიდუმლო ამოხსნეს. The Sun-ში გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, საუთჰემპტონის უნივერსიტეტის თანამშრომლები აცხადებენ, რომ გემების იდუმალი გაუჩინარება უზარმაზარი 100 ფუტიანი ტალღების ბრალი იყო.
იდუმალი სამკუთხედი ბერმუდის კუნძულების, ფლორიდისა და პუერტი-რიკოს შორის მდებარეობს. ნისი ფართობი 700 ათასი კვადრატული კილომეტრია. მისი თემა საკმაოდ აქტუალური იყო 20-ე საუკუნეში – ამ ტერიტორიაზე სისტემატურად ქრებოდნენ გამები და თვითმფრინავები. ზოგიერთ ხომალდზე ეკიპაჟის წევრები უჩინარდებოდნენ.
ლაბორატორიულ პირობებში მეცნიერებმა მოახდინეს ე.წ. ფეთქებადი ტალღის” მოდელის დემონსტრირება, რომელსაც შეეძლო გემების დაღუპვა გამოეწვია. ამისთვის მათ ამერიკული გემის USS Cyclops-ის – უზარმაზარი ხომალდის მოდელიც შექმნეს, რომელიც 1918 წელს გაქრა. მასზე 300 ადამიანი იმყოფებოდა.
თუმცა, რამდენად ხსნის “მკვლელი ტალღების” თეორია გემებიდან ადამიანებიოს გაქრობას, ჯერჯერობით გაურკვეველია.
კომენტარები