
უკრაინული მედია УНИАН-ი საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს – მათი ცნობით, რუსი უკრაინაში შესაჭრელად ემზადება. როგორც გამოცემა წერს, მათ ეს ცნობა ბელორუსიაში მყოფმა მედიის წარმომადგენლებმა მიაწოდეს.
“ძალიან დიდია ალბათობა იმისა, რომ ბელორუსის რესპუბლიკის თვითგამოცხადებულმა მთავრობამ უახლოეს საათებში, გადაწყვეტილება უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობის შესახებ მიიღოს. ეს ნიშნავს ბელორუსის შეიარაღებული ფორმირებების მთელი ძალებისა და საშუალებების გამოყენებას ჩვენი თავდაცვის ძალების წინააღმდეგ.
ასეთი გადაწყვეტილების ერთადერთი მიზეზი ის იქნება, რომ მოქალაქე ლუკაშენკო მთლიანად პუტინზეა დამოკიდებული, მათ შორის – საკუთარი უსაფრთხოების საკითხებშიც კი.
ეს გადაწყვეტილება მეგობრობას უკრაინისა და ბელორუსის ხალხებს შორის არ ითვალისწინებს, რომელიც საუკუნეების მანძილზე გრძელდებოდა. ბელორუსებს და უკრაინელებს ისტორიულად, ერთმანეთის წინააღმდეგ არასოდეს უბრძოლიათ.
ჩვენ ძმური ხალხები ვართ და ერთმანეთს ვერ უნდა ვებრძოდეთ.
თუ ეს გადაწყვეტილება მიიღება და განხორციელდება, ეს იქნება კიდევ ერთი ისტორიული მასშტაბის ტრაგედია პუტინ-ლუკაშენკოს პირობებში.
თუმცა, ჩვენ ნებისმიერ დამპყრობელს ვკლავთ. ამიტომ, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ პუტინის რეჟიმის სიგიჟის გამო, ბელორუსები და უკრაინელები მოძმე ერებად დარჩნენ.
შესაძლოა, ბელორუს სამხედროებს არ ესმით სად მოდიან, მათი სატელევიზიო ეთერი სავსეა წარმოსახვითი “ნაცისტების” პროპაგანდით, შეიძლება მათ არ უხსნიან დავალებებს და ბევრი ვერ გაიგებს რეალურად რა ხდება უკრაინაში. მათ შეიძლება არც კი იცოდნენ აქ რუსების გიჟური დანაკარგების შესახებ.
აუცილებელი, დაურეკოთ და მივწეროთ ყველა ნაცნობს ბელორუსიაში, ესაუბრეთ ამაზე და ვთხოვოთ, რომ არ უკრაინელების წინააღმდეგ ომში არ წამოვიდნენ.
დედებო და ცოლებო – ნუ დაიღუპებიან თქვენი კაცები, იბრძოლეთ ახლობელი ადამიანებისთვის.
კოლეგებმა, ოპოზიციურად განწყობილმა ჟურნალისტებმა ბელორუსიიდან განაცხადეს, რომ ბელორუსის სპეცოპერაციის ძალების ქვედანაყოფები თვითმფრინავებზე აჰყავთ, მზადდება საჰაერო იერიში.
ამრიგად, ბელორუსმა თავისი ფორმირებით ფაქტობრივად, უკრაინაში შეჭრა დაიწყო. სადესანტო ადგილებად კიევი და ჟიტომორის მიმართულებები სახელდება.” – წერს გამოცემა.
კომენტარები