დიდი ხანია, რაც ტატუ თვითგამოხატვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება გახდა, თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებიც ნერვიულობენ, რომ მაშინ, როდესაც ბებიები ან ბაბუები გახდებიან, მოხატული სხეული მათთვის მოსაბეზრებელი ან შეუსაბამო გახდება.
გერმანელმა ფოტოგრაფმა ფოტო-სერიის ფარგლებში რამდენიმე ხანშიშესული ადამიანი გადაიღო, რომლებიც დაგარწმუნებენ, რომ ტატუებს ასაკი არ აქვთ და ამ თემაზე წინასწარ ნერვიულობა სულაც არ ღირს.
პირიქით, ეს ადამიანები ამბობენ, რომ თითოეული ტატუს მიღმა საინტერესო ისტორია იმალება და რომ ეს საკმაოდ სასიამოვნოა, როდესაც ამდენი ხნის მერე უყურებ მათ და შენი პირველი სიყვარული, წარუმატებელი არჩევანი ან უბრალოდ ის დღე გახსენდება, როდესაც სხეულის მოხატვა პირველად გარისკე.
ამ საინტერესო ფოტო-სერიის ასაკოვანი გმირები კი აი ასე გამოიყურებიან:
კომენტარები