ბათუმში სიმაღლიდან ვარდნის შედეგად 50 წლამდე კაცი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, შემთხვევა ბაგრატიონის ქუჩაზე, ერთ-ერთი მრავალსართულიანი კორპუსის ეზოში მოხდა.
მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ამ დროისთვის სხვა დეტალები უცნობია.
კომენტარები