ბათუმი UNESCO-ს კრეატიული ქალაქების ქსელში გაერთიანდება. ამის შესახებ Facebook-ზე პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, ელისო ბოლქვაძე წერს. ის ასევე აღნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურადაც მნიშვნელოვანია.
„მინდა ყველას მოგილოცოთ! „იუნესკოსთან“ დაწყებული მოლაპარაკებები, პარიზში წარმატებით დავასრულეთ, სხვა გამორჩეულ ევროპულ ქალაქებთან ერთად, „კრეატიული ქალაქების“ ნუსხაში შევა ბათუმი. ეს ნიშნავს ჩვენი ქვეყნის პოზიციების გაძლიერებას მსოფლიო კულტურულ და ტურისტულ რუკებზე.
ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურადაც მნიშვნელოვანია. სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, თანამშრომლობისათვის გულითადი მადლობა მინდა ვუთხრა „იუნესკოს“ გენერალური მდივნის მოადგილეს, ბატონ ერნესტო ოტონეს“, – წერს ბოლქვაძე.
UNESCO-ს კრეატიული ქალაქების ქსელი (UCCN) 2004 წელს შეიქმნა. მისი მიზანი იმ ქალაქების თანამშრომლობაა, რომლებიც ურბანული განვითარების მდგრადობის სტრატეგიულ ფაქტორად კრეატიულობას მიიჩნევენ. ამჟამად ქსელში 246 ქალაქია გაერთიანებული.
კომენტარები