ბათუმის საავტორო ფილმების XIII საერთაშორისო კინოფესტივალი 16-23 სექტემბერს ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.
კინოფესტივალის მენეჯმენტმა 2018 წლის პროგრამისთვის ფილმების მიღება დაასრულა. BIAFF 2018 ფესტივალის სრული პროგრამა 1 სექტემბერს გამოცხადდება.
აგვისტოს შუა რიცხვებიდან პერიოდულად დაანონსდება ფესტივალის სხვადასხვა სექციის მონაწილე ფილმების სია.
კინოფესტივალის 16 სექტემბერს, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრში გაიხსნება. გახსნის ცერემონიაზე ქართული კინოს 110 წლისთავის აღსანიშნავად დაგეგმილია ქართული კინოკლასიკის უხმო ფილმის „ჩემი ბებია” (რეჟისორი – კოტე მიქაბერიძე) ჩვენება, რომელსაც მუსიკალურად გააფორმებს ცნობილი ქართველი პიანისტი დუდანა მაზმანიშვილი.
გახსნის ცერემონიაზე ასევე დაგეგმილია ქართველი კინოოპერატორის – ლომერ ახვლედიანის დაჯილდოება BIAFF-ის სპეციალური პრიზით კინემატოგრაფში შეტანილი წვლილისათვის.
კომენტარები