
ტროპიკული სოკო ბანანის მოსავალს მთელ მსოფლიოში ანადგურებს. სოკოვანი ინფექცია, რომელიც პანამური დაავადებით არის ცნობილი, უკვე გავრცელდა აზიაში, აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთში, ავსტრალიასა და ცენტრალურ ამერიკაში. თუ ეს ინფექცია სამხრეთ აფრიკამდე ჩააღწევს, მეცნიერები შიშობენ, რომ კავენდიშის ჯიშის ბანანი, რომელზეც მსოფლიოში ყველაზე მაღალი მოთხოვნაა, გაქრება. ინფორმაციას Daily Mail-ი ავრცელებს.
ბანანის ხეების ქიმიური დამუშავება, ამ დაავადების გავრცელების წინააღმდეგ, არაეფექტიანი აღმოჩნდა. ექსპერტები სოკოს შეჩერების ერთადერთ გზად მიწის ნაკვეთების იზოლაციას მიიჩნევენ.
ირკვევა, რომ ერთადერთი გადამრჩენი მადაგასკარული ხეა, რომელიც უგემურ, ველურ ბანანს ისხამს და მას ეს დაავადება არ ემართება. ბიოლოგები ჩქარობენ, რომ ამ ორი სახის ბანანის ჰიბრიდი შექმნან, რათა გამოიყვანონ ამ ინფექციის მიმართ მდგრადი ჯიში.
კომენტარები