ინგრედიენტები: ბანანი – 4 ცალი; კარაქი – 250 გრ; შაქარი – 200 გრ; კვერცხი – 4 ცალი; ფქვილი – 350 გ. ცომის გამაფხვიერებელი – 1 ჩ/კ.
კარამელისთვის: კარაქი – 100 გრ; შაქარი – 150 გრ; ხილის სიროპი – 125 მლ.
მომზადების წესი: ღუმელი 200 გრადუსამდე გავაცხელოთ. ფორმას ცხიმი წავუსვათ. ბანანი გაფცქვენათ და დაჭყლიტოთ. კარაქი და შაქარი ავთქვიფოთ, 4 კვერცხი შევურიოთ, შემდეგ – დაჭყლეტილი ბანანი. ბოლოს ფქვილში არეული ცომის გამაფხვიერებელი დავუმატოთ. მასა ფორმაზე ჩავასხათ და ღუმელში 15-20 წუთი გამოვაცხოთ. მოვამზადოთ კარამელი: კარაქი, შაქარი და სიროპი ქვაბში მოვათავსოთ. საშუალო ცეცხლზე დავდგათ და დავტოვოთ, სანამ შაქარი არ გადნება. შემდეგ ცეცხლს ავუწიოთ და 12-15 წუთი ვადუღოთ. ნამცხვრის გამოცხობის შემდეგ კი კარამელი მოვასხათ.
კომენტარები