ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბარში, რომელიც გასულ კვირას შედგა, აღნიშნა, რომ აშშ ღაზას სექტორში ომის ერთი წლით გაგრძელებას მხარს არ დაუჭერს. ამის შესახებ ებრაული გამოცემა Walla წერს.
გამოცემის ცნობით, ორი ამერიკელი თანამდებობის პირი, რომელთა ვინაობაც არ სახელდება, ანგარიშში წერენ, რომ ბაიდენმა ნეთანიაჰუს „ჰამასის“ წინააღმდეგ დაბალი ინტენსივობის ბრძოლებზე გადასვლის დაჩქარება სთხოვა, რაც აშშ-ის პრეზიდენტის განმარტებით, სამოქალაქო პირებზე მიყენებული ზიანის მასშტაბებს შეამცირებდა.
არსებული ცნობით, ბაიდენმა ნეთანიაჰუს უთხრა, რომ მას არ ესმის, რა სტრატეგია აქვს ისრაელს ომის დასრულებასთან დაკავშირებით და მას მოსთხოვა ეპასუხა, თუ რა გეგმა აქვს მას შემდეგ, რაც ომი დასრულდება.
„პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აფასებს პრეზიდენტ ბაიდენის მხარდაჭერას და მასთან საუბარში გასაგებად განმარტა, რომ ისრაელს განზრახული აქვს, ომი გააგრძელოს მანამ, სანამ ყველა მიზანი არ შესრულდება“, – წერს Walla ისრაელის პრემიერი ოფისზე დაყრდნობით.
კომენტარები