აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ისრაელისთვის ბომბების და საარტილერიო ჭურვების გაგზავნას შეწყვეტს, თუ ქვეყნის პრემიერ მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ქალაქ რაფაში სრულმასშტაბიანი შეჭრის ბრძანებას გასცემს.
მისივე თქმით, ეს იარაღი ისრაელმა ღაზას სექტორში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ გამოიყენა.
„ამ ბომბებისა და სხვა საშუალებების გამოყენებით, ღაზას სექტორის დასახლებულ პუნქტებში სამოქალაქო პირები იქნა მოკლული.
მე გასაგებად ვთქვი, რომ თუ ისინი რაფაში შევლენ, რაც ჯერ არ გაუკეთებიათ, არ გავაგზავნი იარაღს, რომელიც ისტორიულად, ადგილობრივების და ქალაქების წინააღმდეგ გამოიყენება“, – მოჰყავს CNN-ს ბაიდენის სიტყვები.
შეგახსენებთ, 6 მაისს ცნობილი გახდა, რომ ისრაელმა რაფაში სასაზღვრო გამშვები პუნქტი დაიკავა.
კომენტარები