აზერბაიჯანის საკონსტიტუციო სასამართლომ რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები დაამტკიცა – ილჰამ ალიევი საპრეზიდენტო ფიცს სამი დღის განმავლობაში დადებს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.
აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის თანახმად, რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში ხმათა 92,12%-ით ილჰამ ალიევმა გაიმარჯვა. ილჰამ ალიევი, რომელიც აზერბაიჯანს 2003 წლიდან მართავს, პრეზიდენტის თანამდებობას შემდეგი 7 წლის განმავლობაში დაიკავებს.
აზერბაიჯანში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები 7 თებერვალს გაიმართა.
კომენტარები