სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ღამით 13 თებერვალს სომხური პოზიციების მიმართულებით ნერკინ ჰანდის რაიონში ცეცხლი გახსნეს. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.
„აზერბაიჯანულმა შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლი ავტომატური იარაღიდან გახსნეს. ორი ადამიანი დაიღუპა, არიან დაჭრილებიც“, – განაცხადეს სომხეთის თავდაცვის სამინისტროში.
ბაქოს ინფორმაციით, ცეცხლი სომხურმა მხარემ გახსნა.
„12 თებერვალს 20.50-ზე და 23.40-ზე სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა თოუზის რაიონის დასახლება კოჰანაბის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს“, – იუწყება სააგენტო „ტრენდი“.
აზერბაიჯანული მედია იუწყება, რომ ორი სომეხი სამხედრო, რომლებმაც ზავი დაარღვიეს და პროვოკაციას გეგმავდნენ, განადგურებულები იყვნენ.
ბოლო თვეების განმავლობაში სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სიტუაცია პირველად გამწვავდა.
კომენტარები