ავსტრიაში ტეილორ სვიფტის სამი კონცერტი გაუქმდა მას შემდეგ, რაც ავსტრიის ხელისუფლებაში განაცხადეს, რომ ორი ეჭვმიტანილი დააკავეს ვენის რეგიონში სავარაუდო თავდასხმის გეგმებთან დაკავშირებით.
„ერნსტ ჰაპელის სტადიონზე დაგეგმილი ტერორისტული თავდასხმის შესახებ ინფორმაციის ოფიციალური პირების მიერ დადასტურების შემდეგ, ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს გარდა იმისა, რომ გავაუქმოთ სამი დაგეგმილი კონცერტი“, – განაცხადა Barracuda music-მა, ავსტრიაში ტეილორ სვიფტის კონცერტების პრომოუტერმა.
19 წლის ავსტრიის მოქალაქე, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ მომხრეა, ოთხშაბათს დილით დააკავეს ტერნიცში, ხოლო მეორე პირი კი ვენაში დააკავეს.
პოლიციაში განაცხადეს, რომ ორმა ეჭვმიტანილმა ტერორისტული თავდასხმისთვის კონკრეტული მოსამზადებელი ზომები მიიღო.
„გამოძიების ამჟამინდელი პოზიციიდან ჩვენ ვვარაუდობთ, რომ თავდასხმის სამიზნე ვენის რეგიონში დაგეგმილი ღონისძიებები იყო“, – აღნიშნეს პოლიციაში.
კომენტარები