ავსტრალიელი მეცნიერები აცხადებენ, რომ ირმის ნახტომში უცნობი მბრუნავი ობიექტი აღმოაჩინეს, რომელიც, მათი მტკიცებით, არცერთ ადრე აღმოჩენილ ობიექტს არ ჰგავს, – ამის შესახებ BBC წერს.
აღმოჩენის ავტორი კარტინის უნივერსიტეტის სტუდენტი ტაირონ ო’დორთია. მკვლევარების ჯგუფს ასტროფიზიკოსი ნატაშა ჰარლი-უოლკერი ხელმძღვანელობდა.
„ობიექტი დაკვირვებისას, რამდენიმე სათის განმავლობაში, ჩნდებოდა და ქრებოდა. ეს სრულიად მოულოდნელი იყო, რადგან ცაში არაფერია ცნობილი რომელიმე ობიექტზე, რომელიც იგივეს აკეთებს“, – აღნიშნულია კარტნის უნივერსიტეტის საერთაშორისო ცენტრის განცხადებაში.
მეცნიერების გუნდმა დააგინა, რომ ობიექტი დედამიწისგან 4000 სინათლის წლის მანძილზეა დაშორებული, არის ძალიან კაშკაშა და აქვს უკიდურესად ძლიერი მაგნიტური ველი.
კომენტარები