29 სექტემბრიდან 25 ნოემბრამდე ჩვენი პლანეტის თანამგზავრი ორი მთვარე იქნება. უფრო ზუსტად კი, მთვარესთან ერთად ასტეროიდიც გამოჩნდება, რომელსაც ასტროლოგები ასევე “მთვარეს” უწოდებენ. ამ პერიოდში კონფლიქტების რისკი იზრდება. შესაძლოა, მცირე კამათიც კი დიდ დაპირისპირებაში გადაიზარდოს, გაგვიჭირდეს ერთმანეთის გაგება, შეფერხდეს ჩვენი გეგმები და მომატებული შფოთვა და ემოციურობა ვიგრძნოთ.
როგორც ასტროლოგები ამბობენ, განსაკუთრებულ გავლენას სასწორის, ვერძის, კირჩხიბისა და თხის რქის ნიშნის წარმომადგენლები იგრძნობენ. ყურადღებით იყავით, რადგანაც შესაძლოა, ეს პერიოდი თქვენთვის საზიანო აღმოჩნდეს. ხშირმა კონფლიქტებმა და უხასიათობამ საყვარელ ადამიანებთან დაგაშოროთ და სამსახურშიც პრობლემები შეგექმნათ.
როგორც ასტროლოგები ამბობენ, სასწორებს წარსულში დატოვებული საკითხები კვლავ მთელი ძალით დაუბრუნდება და პირად ურთიერთობებზე განსაკუთრებით ნეგატიურად აისახება. ამიტომ, ყურადღებით იყავით და ვიდრე რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებთ, აუცილებლად კარგად დაფიქრდით.
კირჩხიბებისათვისაც აღნიშნული პერიოდი განსაკუთრებით ემოციური იქნება და შესაძლოა, ოჯახში, პირად ცხოვრებაში კონფლიქტურ სიტუაციებს თავი ვერ აარიდონ. ამიტომ, ყურადღებით იყავით და არსებულ წყენებსა და უთანხმოებებზე პირდაპირ ისაუბრეთ და არ გადადოთ.
კომენტარები