8 დეკემბერს სავსე მთვარეა. ამ დროს ადამიანებს მომატებული ენერგია აქვთ და შესაძლებელია ხასიათის ცვალებადობა იგრძნოთ, გართულდეს კომუნიკაცია და ურთიერთობები. თუმცა ითვლება, რომ სავსე მთვარის პერიოდი ყველაზე ნაყოფიერი და ხელსაყრელია. შეგიძლიათ, მარტივად მოაგვაროთ ძველი პრობლემები და წარმატებასაც მიაღწიოთ. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ ამ დღეს კონფლიქტებს მაქსიმალურად მოერიდოთ და ახალი საქმეები არ დაიწყოთ.
20 დეკემბერს პლანეტა იუპიტერი ვერძის ნიშანში გადადის. ,,დიდი ბედნიერების პლანეტა“ ცეცხლოვან ნიშანში იქნება, სადაც 6 თვის განმავლობაში დარჩება და ბევრ მნიშვნელოვან ცვლილებას გამოიწვევს. იუპიტერი წარმატებას მოუტანს ყველა იმ ადამიანს, რომლებსაც ახალი იდეებისა და პროექტების წამოწყების არ შეეშინდებათ, იქნებიან გამბედავები და საკუთარ გეგმას ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვებიან. პლანეტა იუპიტერი თქვენს ყველა წამოწყებას მხარს დაუჭერს და გახსოვდეთ, ის მარცვალი, რომელსაც ახლა დასთესთ, საკმაოდ მნიშვნელოვან მოსავალს 2023 წელს მოიტანს და ძალიან გამოგადგებათ.
21 დეკემბერს ზამთრის ბუნიობაა. ეს კი ზამთრიდან გაზაფხულზე გადასვლის სიმბოლოა და ადამიანებს ბევრ მნიშვნელოვან ცვლილებას ჰპირდება. ამ დღეს სამყარო კარს გვიხსნის და მხარს გვიჭერს, რომ რაც შეიძლება მეტი ცვლილება შევიტანოთ და წარმატება ვნახოთ. ბუნიობა თხის რქაში მოხდება, ამიტომაც განსაკუთრებული ცვლილებები გველის იმ სფეროებში, რომლებზეც ეს ნიშანია პასუხიმგებელი. კარიერის, სტატუსისა და მიზნების განხორციელების თვალსაზრისით შესაძლოა, მნიშვნელოვანი ცვლილების შესახებ გაიგოთ. გარდა ამისა, ეს დღე შესანიშნავია რომანტიკული შეხვედრებისთვისაც.
22 დეკემბერს მზე პლანეტა მარსთან კვადრატურას ქმნის. თუ გავითვალისწინებთ, რომ მზე განსაზღვრავს ჩვენს მიზნებს, ხოლო მარსი პასუხისმგებელია მათ განხორციელებაზე, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ დღეს ახალი მიზნების დასახვა და განსახორციელებლად პირველი ნაბიჯების გადადგმა ძალიან მნიშვნელოვანია.
25 დეკემბერს მერკური პლანეტა ნეპტუნთან სექსტილშია. სექსტილი პლანეტების ხელსაყრელი ასპექტია, რომელიც მათ საუკეთესო მხარეს აჩვენებს. ეს ის შემთხვევაა, როცა გონიერება და რაციონალურობა (მერკური) აერთიანებს ფანტაზიასა და ილუზიას (ნეპტუნი) და შედეგი არის შემოქმედება და ნაყოფიერი შრომა. გაძლიერებულ ინტუიციას იგრძნობთ და ბევრი პრობლემის არასტანდარტული გზით გადაჭრას შეძლებთ.
29 დეკემბრიდან კი 2023 წლის 18 იანვრამდე პლანეტა მერკური რეტროგრადულ მოძრაობაში იქნება. მოგიწევთ, წარსულში დატოვებულ საქმეებს დაუბრუნდეთ და თქვენს შეხედულებებს კიდევ ერთხელ გადახედოთ. მზად იყავით წარუმატებელი კომუნიკაციისა და შეფერხებებისთვის. თუმცა, თუ საკუთარ გეგმებს ზუსტად ისე მიჰყვებით, როგორც წინასწარ განსაზღვრეთ, შეძლებთ, რომ წარმატებას მიაღწიოთ.
კომენტარები