ფარმაცევტულმა კომპანია AstraZeneca-მ თავისი ინიციატივით ევროპული ბაზრიდან კორონავირუსის ვაქცინა ამოიღო. AP-ის ცნობით ამის შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის მარეგულირებლის, ევროპის მედიცინის სააგენტოს ვებგვერდზე განთავსდა.
ევროკავშირში ვაქცინას გამოყენების ავტორიზაცია 2021 წლის იანვარში მიენიჭა.
AstraZeneca-მ გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ მსოფლიოში კიდევ ბევრი თანამედროვე კორონავირუსის ვაქცინა გაჩნდა, რომელიც უკეთ არის მორგებული ვირუსის ახალ ვარიანტებზე. შესაბამისად, ვაქცინაზე მოთხოვნა გაქრა.
შეგახსენებთ, დიდ ბრიტანეთში შემუშავებული AstraZeneca-ს ვაქცინა ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც გამოყენების ნებართვა მიიღო.
ვაქცინის შესახებ შეშფოთება მალევე გაჩნდა პაციენტებში სისხლის შედედების იშვიათი შემთხვევების შემდეგ.
კომენტარები