აშშ-ში, ოჰაიოს შტატში, 8 წლის გოგონამ დედას მანქანა მოჰპარა და “საშოპინგოდ” წავიდა. გოგონამ გადატვირთულ ავტომაგისტრალზე 20 წუთის განმავლობაში იმოძრავა, რის შემდეგაც Target-ის მარკეტთან გაჩერდა და საშოპინგოდ წავიდა.
გავრცელდა პოლიციის მიერ ავტომაგისტრალზე გადაღებული ვიდეოკადრები, რომელშიც ისმის გაკვირვებული სამართალდამცველის ხმა: “მგონი, [საჭესთან] ბავშვია…”.
პოლიციას გოგონას გაუჩინარების შესახებ დედამ შეატყობინა, რის შემდეგაც ცხელ ხაზზე კიდევ ერთი ზარი შევიდა მანქანის შესახებ, რომელსაც ბავშვი მართავდა და ავტომაგისტრალზე წესების დარღვევით მოძრაობდა.
პოლიციამ გოგონა მაღაზიაში იპოვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
კომენტარები