აშშ-ის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, აშშ-ის საავადმყოფოებში კოვიდპაციენტების რიცხვმა 100 ათასს გადააჭარბა, რაც ბოლო 8 თვის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, კოვიდჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი გასულ თვეში გაორმაგდა. გარდა ამისა, გასული კვირის განმავლობაში, ყოველ საათში საავადმყოფოებში, საშუალოდ, 500-მდე კოვიდპაციენტს იღებდნენ.
აშშ-ში კოვიდჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელმა ყველა დროის პიკს 6 იანვარს მიაღწია, როდესაც საავადმყოფოებში კორონავირუსით ინფიცირებული 132 051 პაციენტი იყო მოთავსებული.
ვაქცინაციის კამპანიის გაფართოების ფონზე, კოვიდჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი შემცირდა და ისტორიულ მინიმუმს მიაღწია – 13 843 პაციენტი 28 ივნისის მდგომარეობით.
თუმცა, ივლისში კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტის გავრცელების ფონზე, აღნიშნული მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა.
კომენტარები