• ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Monday 02nd October 2023
Media.Adams.Ge
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • საზოგადოება
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • კულტურა
  • სპორტი
  • რელიგია
  • ჯანმრთელობა
  • Faceამბები
  • სხვა
    • პერსონა
    • კვლევები
    • რჩევები
    • ტაბლოიდი
    • შოუ-ბიზნესი
    • ჰოროსკოპი
    • საინტერესო
    • კულინარია
    • ქალი და მამაკაცი
    • ტესტები
    • სახალისო
    • ელ წიგნები

აშშ ახალ ბრალდებას ამზადებს ბაიდენის შვილის წინააღმდეგ – Associated Press

აშშ ახალ ბრალდებას ამზადებს ბაიდენის შვილის წინააღმდეგ – Associated Press
83 ნახვა
0 shares
  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის შვილს, ჰანტერ ბაიდენს ახალ ბრალდებებს წარუდგენენ. ამის შესახებ Associated Press-ი იტყობინება.

6 სექტემბერს სასამართლოში წარდგენილი დოკუმენტების თანახმად, ფედერალური პროკურორები ჰანტერ ბაიდენს ბრალს სექტემბრის ბოლომდე წარუდგენენ.

დოკუმენტები აღძრულია იარაღის ფლობის საქმეზე.

ჰანტერ ბაიდენის ადვოკატები ამტკიცებენ, რომ პროკურორებს არ შეუძლიათ ახალი ბრალდებების წარდგენა ცეცხლსასროლი იარაღის საქმეზე მხარეთა მიერ მიღწეული შეთანხმების შესაბამისად.

თუმცა, პროკურორებმა განაცხადეს, რომ შეთანხმება არ შეიძლება ძალაში იყოს, ისევე როგორც დანარჩენი საპროცესო შეთანხმებები.

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ვაჟმა, ჰანტერ ბაიდენმა, საშემოსავლო გადასახადების განზრახ გადაუხდელობის თაობაზე ორი ბრალდება აღიარა. ეს ჩანს სასამართლო დოკუმენტებიდან, იუწყება Reuters.

ინფორმაციისთვის, „რესპუბლიკელებმა“ 9 აგვისტოს ბაიდენის ოჯახის საგარეო ბიზნესის შესახებ საბანკო ჩანაწერები გამოაქვეყნეს, სადაც ჩანს რომ ჰანტერ ბაიდენი და მისი ბიზნესპარტნიორები რუსი და ყაზახი ოლიგარქებისგან მილიონობით დოლარს იღებდნენ მაშინ, როდესაც ჯო ბაიდენი ამერიკის შეერთებული შტატების ვიცეპრეზიდენტი იყო.

კომენტარები

← Previous Next →

Copyright 2021 Adams.ge ყველა უფლება დაცულია