ქალების ფრჩხილის ლაქი მათ ხასიათზე მეტყველებს, იმაზე მეტად ვიდრე თქვენ გგონიათ. რა თქმა უნდა სერიოზულად განსაზღვროთ მისი თვისებები – ცოტა უიმედოა, მაგრამ „პატარა“ საიდუმლოს მაინც გათქვამს.
ვარდისფერი
მაგალითად, ღია ვარდისფერი – ბარბის ან პერის ჰილტონის სტილში, მეტყველებს იმაზე რომ თქვენ თამამი, სექსუალურად გახსნილი და ფუფუნების მოყვარე ქალბატონი ხართ.
ყვითელი
„ქალბატონები, რომლებიც უპირატესობას ყვითელ ლაქს ანიჭებენ – ბოჰემური როკერები არიან“ – ამბობს ექსპერტი ჯინჯერ ჯინსონი, რომელიც Ginger + Liz Colour Collection-ის ერთ-ერთი დამაარსებელია. ექსპერტი გირჩევთ სეზონის სიახელე გამოიყენოთ მაშინაც როცა პატარა შავი კაბა გაცვიათ და მაშინაც, როცა „დახეულ“ ჯინსებში ხართ გამოწყობილი.
ფორთოხლისფერი
ნამდვილი ჰიტი, რომელიც ყოველთვის აქტუალურია ზაფხულში. ჯილ სუნ ჩოის სიტყვებით, რომელიც ნიუ-იორკის SPA Jin Soon Natural Hand and Foot Spa დამაარსებელია, ასეთი ქალბატონები „ან ბედნიერები არიან, ან ძალიან უნდათ, რომ ბედნიერები იყვნენ“. მსუბუქ, ზაფხულის კაბასთან ერთან ფორთოხლისფერი ძალიან ლამაზად გამოიყურება.
სალათისფერი მწვანე ან ცისფერი
ქალბატონი, რომელიც ამ ფერებს ირჩევს – ცოცხალი, კარგი მოსაუბრე და კომუნიკაბელურია. მისი დევიზია:“ცხოვრება მოკლეა-არ ღირს დროის დაკარგვა“!
გამჭირვალე თეთრი
„ქალბატონი, რომელიც ირჩევს გამჭირვალე-თეთრი ტონის ლაქს საკუთარ თავში დარწმუნებულია, იცის რა უნდა და ძალიან ძნელია მისი გადარწმუნება,“ – მიაჩნია ესი ვაინგარტენს, Essie Cosmetics-ის დამაარსებელს.
ღია ვარდისფერი
ამ ფერს კონსერვატორები ირჩევენ – მიიჩნევს ესი ვაინგარტენი. ამავე დროს ეს ფერი ძალიან ელეგანტურია და კარიერისტი ქალბატონებისათვის შეუცვლელია: “თავშეკავებულად გამოიყურება და ამავე დროს ძალიან ქალურია”.
წითელი
ძალა და რომანტიულობა – აი მათი დახასიათება, ვინც უპირატესობას ყველა დანარჩენ ფერზე მეტად წითელს ანიჭებს.
ასეთი ქალბატონი ალბათ შეყვარებულია და ის შეიძლება პაემანზეც კი მიიჩქარის.
კომენტარები