არიან ადამიანები, რომლებისთვისაც დახმარების გაწევა არ შეიძლება. ასეთ ადამიანს უმნიშვნელო კითხვაზეც კი არ უნდა უპასუხოთ – მაგალითად, თუ საათი გკითხათ, რადგან მერე ყველა თავის პრობლემას თქვენ დაგაბრალებთ და ეს მთელი ცხოვრება გაგრძელდება.
ისინი წარუმატებელი ადამიანები არიან, რომლებიც მუდმივად წუწუნებენ, განაწყენებულები და უკმაყოფილოები არიან და საკუთარ პრობლემებში გარშემომყოფებს ადანაშაულებენ. ასეთ ადამიანებს სხვების წარმატებების შურთ, საკუთარ ცხოვრებას პირქუშ ფერებში ხატავენ და ჰყვებიან, რამდენად უბედურები არიან. აუცილებლად აღნიშნავენ, რომ მათ უბედურებაში დამნაშავე სხვა არის.
***
ასეთ ადამიანს ზაფხულის პაპანაქება სიცხეში წყალი რომ მიაწოდოთ, მოგვიანებით იტყვის, რომ წყალი ძალიან ცივი იყო, ავად გახდა და ახლაც ავად არის. არც ისაა გამორიცხული, რომ ჯადოს გაკეთება დაგაბრალოთ – ივარაუდებს, რომ წყალში რაღაც იყო გარეული და დალევის შემდეგ მისი ცხოვრება უკან-უკან წავიდა. ცხადია, მოაჯადოვე!
***
თუ კითხვაზე – რომელი საათია – უპასუხე, სიცოცხლის ბოლომდე დამნაშავე იქნები იმაში, რომ სადღაც მისვლა დააგვიანა. რატომ? იმიტომ, რომ უხეშად და დამცინავად უპასუხე. ფაქტობრივად, ზემოდან დახედე იმის გამო, რომ შენ საათი გაქვს და მას არა. რაც მთავარია, დრო არასწორად უთხარი და მან მნიშვნელოვან შეხვედრაზე დააგვიანა, სადაც მისი ბედი წყდებოდა. შეხვედრაზე რომ დროულად მისულიყო, მისი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლებოდა, შენ კი ამის საშუალება მოუსპე. ახლა მისი დანგრეული ცხოვრება და ტანჯვა შენს სინდისზეა სიცოცხლის ბოლომდე იქნება.
***
თხოვნაზე უარის თქმა გამოსავალი არ არ არის. ამ შემთხვევაში სიცოცხლის ბოლომდე უნდა უსმინოთ საყვედურს რომ ჭიქა წყალზე უარი უთხარით. ერთადერთი გამოსავალი ასეთი ადამიანებისგან დისტანცირებაა, რა თქმა უნდა, თუ გაგიშვათ.
კომენტარები