აშშ-ში, არიზონას შტატის ერთ-ერთ საავადმყოფოში ერთდროულად 16 მედდა დაფეხმძიმდა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ეს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში დასაქმებული მედდების 10%-ია.
მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე ჰოსპიტალის წამომადგენელმა იხუმრა, რომ შესაძლოა სასმელი წყალი რაიმე ნივთიერებას შეიცავს ან სულაც ეს სპეციალურად საშობაოდ დაგეგმილი იყო.
მედდების მშობიარობა სექტემბრიდან დაიწყება და იანვარში დასრულდება.
კომენტარები