• ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Monday 02nd October 2023
Media.Adams.Ge
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • საზოგადოება
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • კულტურა
  • სპორტი
  • რელიგია
  • ჯანმრთელობა
  • Faceამბები
  • სხვა
    • პერსონა
    • კვლევები
    • რჩევები
    • ტაბლოიდი
    • შოუ-ბიზნესი
    • ჰოროსკოპი
    • საინტერესო
    • კულინარია
    • ქალი და მამაკაცი
    • ტესტები
    • სახალისო
    • ელ წიგნები

არიზონას საავადმყოფოში 16 ექთანი ერთდროულად დაორსულდა

არიზონას საავადმყოფოში 16 ექთანი ერთდროულად დაორსულდა
393 ნახვა
11 shares
  • Facebook11
  • Twitter
  • LinkedIn

არიზონის შტატში, ქალაქ მესაში მდებარე საავადმყოფოში ხუმრობენ, რომ შენობაში ორსულობა გავრცელდა, რადგან დაწესებულებაში ერთდროულად 16 ექთანია ორსულად.

ორსული ექთნები თანამშრომლების 10%-ს შეადგენენ და პაციენტებს მათი სიმრავლის შემჩნევა არ გასჭირვებიათ.

საავადმყოფოს მიერ გამართულ კონფერენციაზე, ერთ-ერთმა ქალმა იხუმრა, რომ ეს სავარაუდოდ წყალში არსებული მინარევების ბრალი იყო, ან უბრალოდ შეთქმულება, რომ საშობაო არდადეგები ყველას ერთად აეღო.

პირველი მშობიარობა სექტემბერშია დაგეგმილი, ბოლოს კი იანვარში ელიან.

“მანამ, სანამ ფეისბუქზე ჯგუფი არ გავაკეთეთ, ვერც კი ვამჩნევდით, რამდენი ჩვენგანი იყო ორსულად. თითქოს ეს წინასწარ დაგეგმილი იყო”, – თქვა ერთ-ერთმა ორსულმა.

ექთნები მადლობას უხდიან იმ თანამშრომლებს, რომლებიც ორსულად არ არიან, რადგან ახლა საქმის დიდი ნაწილის შესრულება მათ უწევთ. 16-ვე თანამშრომელს ტუბერკულოზითა და ჰერპესით დაავადებული პაციენტების მკურნალობაში მონაწილეობა ეკრძალებათ. მათივე უსაფრთხოებისთვის, სიმსივნით დაავადებული პაციენტების თერაპიების პროცედურაში ჩართვა არასასურველია.

თანამშრომლები საერთო წვეულებას გადაიხდიან, შემდეგ კი, 12-კვირიან დეკრეტულ შვებულებებს აიღებენ.

 

წყარო:On.ge

კომენტარები

← Previous Next →

Copyright 2021 Adams.ge ყველა უფლება დაცულია