არგენტინაში ბოლო დღეებში 40-გრადუსიანი სიცხე დაფიქსირდა. ადამიანები ცდილობენ ტბების და მდინარეების სანაპიროებს თავი შეაფარონ. ამის შესახებ Reuters იუწყება.
მაღალი ტემპერატურის გამო მთელ ქვეყანაში საფრთხის წითელი დონეა გამოცხადებული. მოსახლეობა ამბობს, რომ კონდიციონერები მათ არ შველის და სიცხე სახლებში მაინც აღწევს.
არგენტინა სამხრეთ ნახევარსფეროში მდებარეობს და იქ ახლა ზაფხულია. ექსტრემალურად მაღალი ტემპერატურა ბოლო დღეებში ავსტრალიაშიც დაფიქსირდა, რომელიც, ასევე, სამხრეთ ნახევარსფეროში მდებარეობს. იქ ტემპერატურა +42, +47 გრადუსს აღწევს. ავსტრალიაში ძლიერი სიცხის გამო ტყის ხანძრების საფრთხე არსებობს. 2019-2020 წლებში ხანძარმა ავსტრალიაში მილიონობით ცხოველი გაანადგურა.
კომენტარები