27 აგვისტოს დიდ ბრიტანეთში ბურგერის ნაციონალურ დღესასწაულს აღნიშნავენ. თუ გიყვართ ბურგერი, მაშინ თქვენთვისაც საინტერესო იქნება, გაიგოთ, როგორია ყველაზე უჩვეულო ბურგერები მსოფლიოდან.
ბურგერი ნაყინით
არაჩვეულებრივი ჩიზბურგერი ბეკონითა და ნაყინით, რომელიც პირველად ფლორიდის ფესტივალზე დამზადდა.
ბურგერის რეცეპტი, რომელიც მოზვერის ტვინისგან მზადდება, ოჰაიოში მოიფიქრეს.
იაპონიაში, „ბურგერ კინგში“ შეგიძლიათ დააგემოვნოთ ჰამბურგერი სახელწოდებით: „ლადენა“, რომელშიც 1000 ყველის ნაჭერია.
ჯეიმს ბონდის ჰამბურგერი
მდიდრული ბურგერი, რომელიც ხიზილალას, ხახვს, ათქვეფილ კვერცხსა და რვაფეხას ხორცს შეიცავს, დაფარულია 24-კარატიანი ოქროთი.
ფრანგმა მხატვრებმა ლუდისა და ბურგერის საინტერესო ნაზავი შექმნეს.
საფრანგეთში ამბობენ, რომ ქათმის ჰამბურგერი, რომელიც გემოთი ბევრად კარგია, ვიდრე გამოიყურება, დაფერილია საკვები საღებავებით, ვასაბით, კიტრითა და ლიმონით.
ამ ეგზოტიკურ საჭმელს ლონდონის რესტორან Rentokill-ის მენიუში შეხვდებით.
კომენტარები