გაერთიანებულ საემიროებში მცხოვრებმა მილიონერმა აბდულა ალფახინმა გადამზიდავ კომპანიას თავისი ძვირადღირებული მანქანის ლამბორჯინი Aventador LP760-2 ლონდონში გადაყვანა სთხოვა. თუმცა დიდი ბრიტანეთის დედაქალაში მას უსიამოვნო ამბავი დახვდა. მისი ლამბორჯინი მოიპარეს. ინფორმაციას Euro News-ი ავრცელებს.
Lamborghini Aventador LP760-2 მოდელი მსოფლიოში რამდენიმეა. მისი ფასი 500 000 ევროზე მეტია.
მილიარდელმა გადამზიდ კომპანიას მიმართა, თუმცა მათ არაფერი იცოდნენ. ამის შემდეგ აბდულამ მომხდარი ინტერპოლს და ლონდონში გაერთიანებული საემიროების საელჩოს შეატყობინა. ასევე დაწერა სოციალურ ქსელში.
მანქანა მალე პოლონეთში იპოვეს. ქურდობაში ეჭვმიტანილი დააკავეს. აბდულა ამბობს, რომ მას მანქანის პოვნაში სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია დაეხმარა.
„მანქანა ჯერ საფრანგეთში, შემდეგ იტალიაში და იქიდან პოლონეთში გადაიყვანეს, პოლონეთიდან კი რუსეთის გავლით უკრაინაში უნდა გადაეყვანათ“, – ამბობს მილიარდელი.
კომენტარები