რამდენად უსაფრთხოა მანქანაში დატოვებული პლასტმასის ბოთლით დალევა – ამ თემაზე ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ, გადაცემაში „მთავარი დიაგნოზი” ისაუბრა.
ექიმი გვაფრთხილებს, რომ ბავშვებს ზაფხულში მანქანაში დატოვებული პლასტმასის ბოთლიდან წყალი ან წვენი არ დავალევინოთ.
„თუ ბავშვს მანქანაში დატოვებული წყლისთვის ხელი მიუწვდება, ეცადეთ, რომ არ დალიოს. გირჩევდით, რომ არც კი გააკაროთ. შეიძლება ზრდასრული ადამიანისთვის მავნე არ იყოს, მაგრამ ბავშვის სხეულისთვის ეს მავნეა”, – აცხადებს ექიმი.
კომენტარები