აფრიკის აღმოსავლეთით მდებარე ქვეყანაში, რუანდაში მომაკვდინებელ ვირუსს ებრძვიან.
რუანდა უკვე ემზადება, მარბურგის დაავადების სამკურნალო ვაქცინების კვლევის დასაწყებად.
ვირუსული ეპიდემია უკვე 36 ადამიანს დაუფიქსირდა, აქედან 11 გარდაიცვალა.
ბოლო ინფორმაციით, მეთვალყურეობის ქვეშ 410 ადამიანი იმყოფება, რომელთაც ინფიცირებულებთან ჰქონდათ კონტაქტი.
მარბურგის ვირუსისთვის დამახასიათებელია ძლიერი თავის ტკივილი, ღებინება, კუნთებისა და მუცლის ტკივილი.
კომენტარები