Anonymous-მა რუსეთის ცენტრალური ბანკის მონაცემთა ბაზა გაასაჯაროვა
54 ნახვა
ჰაკერულმა დაჯგუფება Anonymous-მა რუსეთის ცენტრალური ბანკის მონაცემთა ბაზა გაასაჯაროვა.
„ჩვენ ვაქვეყნებთ რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის ათასობით დოკუმენტს, ყველა სახის ტრანზაქციას, დადგენილებას, ანგარიშს. ხალხი გაარკვევს, თუ რა არის სინამდვილეში რუსეთის ეკონომიკა.
დეკლარაციები, მიმოწერა, სხვა ქვეყნებთან გაფორმებული სავაჭრო ხელშეკრულებები, თქვენი ოლიგარქების საიდუმლოებები ყველაფერი უკვე საჯაროა“, – ნათქვამია Anonymous-ის განცხადებაში.
კომენტარები