მსახიობი და რეჟისორი ანჯელინა ჯოლი მომღერალ სელინ დიონისა და მისი გარდაცვლილი ქმრის, რენე ანჯელინის სიყვარულის ისტორიის მიხედვით ფილმის გადაღებას გეგმავს. ჯოლი წყვილის ისტორიით ახლახან რენეს გარდაცვალების შემდეგ დაინტერესდა.
როგორც უცხოური მედიასაშუალებები იტყობინებიან, ფილმში ანჯელინა ჯოლი მთავარი როლის შესრულებას თავად გეგმავს. სელინ დიონმა და მისმა ქმარმა ურთიერთობა მაშინ დაიწყეს, როცა მომღერალი ჯერ მხოლოდ 19 წლის, რენე კი 45 წლის იყო. 1991 წელს ისინი დაინიშნენ, სამ წელიწადში კი დაქორწინდნენ.
ცნობილი მუსიკალური მენეჯერი რენე ანჯელინი 73 წლის ასაკში გარდაიცვალა. როგორც აღმოჩნდა, რენე კიბოსთან ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ, ლას – ვეგასში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.
პირველად, ყელის სიმსივნის დიაგნოზი ანჯელინის 1998 წელს დაუსვეს, თუმცა ოპერაციის შემდეგ გამოჯანმრთელდა. 2013 წელს მან კიდევ ერთი ოპერაცია გაიკეთა, მას შემდეგ, რაც ექიმებმა სიმსივნე კვლავ აღმოაჩინეს. მათ სამი შვილი ჰყავთ: 4 წლის ბიჭი, ტყუპი ბიჭები კი 2010 წელს შეეძინათ. რენე ანჯელილი სელინ დიონის მენეჯერი მისი ოჯახის თხოვნით გახდა, მაშინ, როდესაც გოგონა 12 წლის იყო. 1981 წელს რენემ საკუთარი სახლი იპოთეკით დატვირთა, რომ სელინის პირველი ალბომი ჩაეწერა.
კომენტარები