გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ გერმანია მზად არის, „თალიბანს“ დაელაპარაკოს, რათა ბოლო 20 წლის მიღწევები შეინარჩუნოს, თუმცა თალიბებთან უპირობო შეთანხმებებს არ გააფორმებს.
პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ანგელა მერკელმა აღნიშნა, რომ გერმანიის მთავრობა ქაბულიდან ევაკუაციის პროცესს გააგრძელებს.
მისი თქმით, ამ ეტაპზე გერმანიამ 4 600-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განახორციელა და გააგრძელებს იმ ადამიანების დახმარებას, ვინც წლების განმავლობაში კოალიციურ ძალებს ეხმარებოდა.
„ეს ახალი რეალობა მწარე რეალობაა, მაგრამ ჩვენ უნდა ჩავერთოთ. ის, რაც ჩვენ აბსოლუტურად არასათანადოდ შევაფასეთ იყო ის, თუ რამდენად სწრაფად დანებდებოდა ავღანეთის ჯარი „თალიბანს“, ან ის, რომ წინააღმდეგობის გაწევას არ შეეცდებოდა“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.
კომენტარები