
ამერიკელმა ქირურგებმა უნიკალური პლასტიკური ოპერაცია ჩაატარეს. 26 საათის განმავლობაში ჩატარებული ოპერაციის დროს 41 წლის მეხანძრეს – პატრიკ ჰარდისონს სახის ქსოვილის რეკორდული რაოდენობა გადაუნერგეს. პრაქტიკულად მას ხანძრით დამახინჯებული სახე მთლიანად გამოუცვალეს. „ბი-ბი-სის“ ცნობით, ჰარდისონს სახე 2001 წელს დაეწვა, როდესაც ის ცეცხლმოკიდებული მანქანიდან ქალის გადარჩენას ცდილობდა. ამ შემთხვევის შემდეგ მეხანძრე პრაქტიკულად დაბრმავდა, ხოლო მისმა სახემ ფორმა დაკარგა. 14 წლის განმავლობაში მას 71 ოპერაცია ჩაუტარდა.
კომენტარები