აშშ-ში, ტეხასის შტატში მცხოვრები ქალი ამბობს, რომ ნაგავში ნივთების მოძიება და მათი გაყიდვა ჰობად აქცია და გამდიდრდა კიდეც. მან Jam Press-ს მოუყვა შემოსავლის ამ უჩვეულო წყაროს შესახებ.
34 წლის ტიფანი ბატლერმა რვა წლის წინ დაიწყო ნაგავსაყრელზე ნივთების შეგროვება და ეს საქმე მან ჰობად აქცია. ქალი კვირაში რამდენჯერმე იცვამს ხელთათმანებს და ნაგვის ბუნკერებში ეძებს გასაყიდ ნივთებს.
ქალი ამბობს, რომ ახერხებს ურნებიდან ამოიღოს როგორც ხელუხლებელი კოსმეტიკა, ასევე მუშა მდგომარეობაში ელექტრო ტექნიკა. ქალის თქმით, ბოლო ორი წლის განმავლობაში მან ამ გზით 80 ათასი დოლარი გამოიმუშავა.
ტიფანის თქმით, მისი ბოლო წარმატება იყო ჩანთა New Balance-ის ბრენდის ნივთებით. მასში შედიოდა ცხრა წყვილი ბრენდირებული სპორტული ფეხსაცმელი, წყლის ბოთლები, მაისურები და წინდები. ქალმა აღნიშნა, რომ ყველაფერი ახალი იყო: მათ ეტიკეტებიც კი ჰქონდათ.
კომენტარები