ამერიკელმა ლაელ ვილკოქსმა მსოფლიო ველოსიპედით 108 დღეში, 12 საათსა და 12 წუთში შემოიარა და ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა.
BBC-ს ინფორმაციით, ქალმა 29, 169-კილომეტრიანი დისტანცია დაფარა და თავისი მოგზაურობა ჩიკაგოში დაიწყო და დაასრულა. მან 21 ქვეყანა და 4 კონტინენტი მოიარა.
წინა რეკორდი კი 2018 წელს შოტლანდიელმა ჯენი გრემმა დაამყარა, რომელსაც ანალოგიური მოგზაურობისთვის 124 დღე და 11 საათი დასჭირდა.
კომენტარები