• ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Sunday 01st October 2023
Media.Adams.Ge
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • საზოგადოება
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • კულტურა
  • სპორტი
  • რელიგია
  • ჯანმრთელობა
  • Faceამბები
  • სხვა
    • პერსონა
    • კვლევები
    • რჩევები
    • ტაბლოიდი
    • შოუ-ბიზნესი
    • ჰოროსკოპი
    • საინტერესო
    • კულინარია
    • ქალი და მამაკაცი
    • ტესტები
    • სახალისო
    • ელ წიგნები

ამერიკელმა მოდელმა გოგომ ასობით ბიჭი პაემანზე დაპატიჟა და ერთმანეთს შეაჯიბრა

ამერიკელმა მოდელმა გოგომ ასობით ბიჭი პაემანზე დაპატიჟა და ერთმანეთს შეაჯიბრა
366 ნახვა
7 shares
  • Facebook7
  • Twitter
  • LinkedIn

ნიუ-იორკში გოგომ ასობით ბიჭი მოტყუებით პაემანზე მიიყვანა და აიძულა რომ ერთმანეთს შეჯიბრებოდნენ. ინფორმაცია ამის შესახებ ერთ-ერთმა ბიჭმა Twitter-ზე დაწერა.

ბიჭი გამოტყდა, რომ მან Instagram-ზე მოდელი ნატაშა არონტე გაიცნო, რომელიც მას აქტიურად ეკონტაქტებოდა, თუმცა რატომღაც შეხვედრას არ ჩქარობდა. საბოლოოდ, გოგომ ბიჭი შეხვედრაზე დაპატიჟა.

როცა ამერიკელი შეხვედრაზე მივიდა, იქ უამრავი ადამიანი დახვდა, რომლებიც როგორც მოგვიანებით გაირკვა, მასავით პაემანზე იყვნენ დაპატიჟებულები.

მოულოდნელად გოგო სცენაზე ავიდა და ყველას გამოუცხადა, რომ მასთან შეხვედრას მხოლოდ ის გააგრძელებდა, რომლებიც შეჯიბრებაში გაიმარჯვებდნენ.

მანამდე გოგომ ყველა იმ ბიჭს სთხოვა შეხვედრის ადგილის დატოვება, რომლებიც წვერს ატარებდნენ, რომლებსაც უკვე ჰყავდათ შეყვარებულები, დონალდ ტრამპს უჭერდნენ მხარს, ეწეოდნენ ან სვამდნენ ალკოჰოლს.

რაც შეეხება შეჯიბრებას. ბიჭები ერთმანეთს მოკლე მანძილზე სირბილში და აზიდვებში შეეჯიბრნენ. მათ ასევე, მოკლედ უნდა აეხსნათ გოგოსთვის თავიანთი უპირატესობების შესახებ.

მოგვიანებით მოდელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ამით გოგომ აჩვენა, თუ როგორ დამცირებულად გრძნობენ ქალები თავს მსგავს სიტუაციებში. მისივე თქმით, გოგომ უკვე აარჩია ბიჭი, რომელთანაც შეხვედრას გააგრძელებს.

კომენტარები

← Previous Next →

Copyright 2021 Adams.ge ყველა უფლება დაცულია