ლოს-ანჯელესში მცხოვრები კაცი ადამ გუარა მადონაზე 15 წლის ასაკიდან იყო შეყვარებული. ის გამუდმებით მადონას სიმღერებს უსმენდა და 4 წლის შემდეგ უკვე კლუბებში მადონას რეპერტუარს მღეროდა და მის იმიტირებას ახდენდა. კაცმა გადაწყვიტა საოცნებო მომღერსლს გარეგნულადაც დამსგავსებოდა. ინფორმაციას The Sun-ი ავრცელებს.
14 წლის განმავლობაში გუარამ 18 პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა. მან არა მხოლოდ სახის, არამედ სხეულის ფორმებიც შეიცვალა. ოპერაციებში კაცმა დაახლოებით 190 000 დოლარი დახარჯა.
ადამი ახლა 33 წლისაა. ის სცენაზე ვენუს დე ლაიტის სახელით გამოდის და მადონას ერთ-ერთ ყველაზე მიმსგავსებულ „ორეულად“ ითვლება. ასეთ იმიჯს მომღერლისთვის წელიწადში ათეულობით ათასი დოლარის მოგება მოაქვს.
16 აგვისტოს ამერიკელი მომღერალი მადონა ლუიზა ჩიკონე 60 წლის გახდა. მადონა აშშ-ის ყველაზე მდიდარი მომღერალია. Forbes-ის შეფასებით, მისი ქონება 580 მილიონ დოლარს შეადგენს.
კომენტარები