• ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Sunday 01st October 2023
Media.Adams.Ge
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • საზოგადოება
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • კულტურა
  • სპორტი
  • რელიგია
  • ჯანმრთელობა
  • Faceამბები
  • სხვა
    • პერსონა
    • კვლევები
    • რჩევები
    • ტაბლოიდი
    • შოუ-ბიზნესი
    • ჰოროსკოპი
    • საინტერესო
    • კულინარია
    • ქალი და მამაკაცი
    • ტესტები
    • სახალისო
    • ელ წიგნები

ამერიკაში ჰალუცინოგენურ სოკოებს დეპრესიის საწინააღმდეგოდ გამოცდიან

ამერიკაში ჰალუცინოგენურ სოკოებს დეპრესიის საწინააღმდეგოდ გამოცდიან
440 ნახვა
6 shares
  • Facebook6
  • Twitter
  • LinkedIn

ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების უსაფრთხოების ადმინისტრაციამ 22 აგვისტოს კომპანია Compass Pathways-ს ნება დართო, რომ დეპრესიის საწინააღმდეგოდ ნივთიერება ფსილობიცინი გამოსცადონ, რომელიც ჰალუცინოგენური სოკოების მთავარი ფსიქოაქტიური ნივთიერებაა.

კომპანიის მიერ გამოქვეყნებული გეგმის მიხედვით ფსილობიცინის დოზებს ევროპისა და ამერიკის მასშტაბით 216 ადამიანი მიიღებს. ცდები პირველად დიდ ბრიტანეთში დაიწყება. კომპანია აცხადებს, რომ პაციენტები ფსილობიცინის პარალელურად ფსიქოლოგიურ დახმარებასაც მიიღებენ.

მეცნიერებს აქამდეც ჰქონდათ ცნობები იმის შესახებ, რომ ფსილობიცინი დეპრესიის მქონე პაციენტებზე დადებითად მოქმედებს. უფრო მეტიც, არსებობს კვლევები, რომლის ფარგლებშიც მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ფსილობიცინი დეპრესიის სიმპტომებს მყისიერად აუმჯობესებს და ზოგჯერ კურნავს კიდევაც მას.

ამჟამად მიმდინარე ექსპერიმენტში კიდევ ერთხელ მკაცრად შემოწმდება თუ რამდენად ეფექტურია ეს ნივთიერება დეპრესიის სამკურნალოდ. დადებითი შედეგების შემთხვევაში კი კვლევა შემდეგ ეტაპზე გადავა, რომლის დროსაც ფსილობიცინისა და ტრადიციული მკურნალობის მეთოდები შედარდება.

დეპრესიის მქონე ადამიანებს ხშირად ტვინის ერთ-ერთ სტრუქტურაში, კერძოდ, ამიგდალაში სისხლის გაძლიერებული მიწოდება აღენიშნებათ. დადგენილია, რომ ფსილობიცინის მიღების შემდეგ ამიგდალაში სისხლის მიწოდება იზღუდება, რაც დეპრესიის სიმპტომების გაქრობასთან არის დაკავშირებული.

კომპანიის დამფუძნებლის თქმით ამ კვლევას უდიდესი პოტენციალი აქვს – დაეხმაროს მილიონობით ადამიანს, რომელთა დეპრესიაც მკურნალობის სტანდარტულ მეთოდებს არ ემორჩილება

 

წყარო:on.ge

კომენტარები

← Previous Next →

Copyright 2021 Adams.ge ყველა უფლება დაცულია