• ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Wednesday 22nd March 2023
Media.Adams.Ge
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • საზოგადოება
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • კულტურა
  • სპორტი
  • რელიგია
  • ჯანმრთელობა
  • Faceამბები
  • სხვა
    • პერსონა
    • კვლევები
    • რჩევები
    • ტაბლოიდი
    • შოუ-ბიზნესი
    • ჰოროსკოპი
    • საინტერესო
    • კულინარია
    • ქალი და მამაკაცი
    • ტესტები
    • სახალისო
    • ელ წიგნები

ამბროლაურში ცოფის შემთხვევა დაფიქსირდა

ამბროლაურში ცოფის შემთხვევა დაფიქსირდა
79 ნახვა
0 shares
  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კვაცხუთში ცოფის, ლაბორატორიულად დადასტურებული, შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას ამბროლაურის მერია ავრცელებს.

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პაპუნა მარგველიძის გადაწყვეტილებით გამოიცა განკარგულება და აღნიშნულ ტერიტორიაზე საკარანტინო შეზღუდვები დაწესდა.

კარანტინის პერიოდი განისაზღვრება შემთხვევის დადასტურებიდან და მოქმედებს ცხოველის დაავადების უკანასკნელი შემთხვევისა და სალიკვიდაციო ღონისძიებების ჩატარებიდან 60 დღის გასვლის შემდეგ. კარანტინი გულისხმობს ცხოველების ქუჩაში და სხვა ადგილებში გამოყვანის აკრძალვას, აღნიშნულ პერიოდში საჭიროა მათი იზოლირება.

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც დეტალურად განიხილეს ცოფის სალიკვიდაციო ღონისძიებათა გეგმის პროექტი, შესაბამისად დაიწყო საჭირო ღონისძიებების გატარება. ამ დროისათვის აქტიურად მიმდინარეობს ცოფის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ვაქცინაცია და სადეზინფექციო სამუშაოები.

მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობას მოუწოდებს, გამოიჩინონ მაქსიმალური სიფრთხილე, საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მითითებულ ნომერზე 1501 ან მიმართოთ სურსათის ეროვნული სააგენტოს, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონულ სამმართველოს (მის: ამბროლაური, ბრატისლავა-რაჩის ქუჩა #17).

კომენტარები

← Previous Next →

Copyright 2021 Adams.ge ყველა უფლება დაცულია

Adam's Media