პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის ნიკა მელიას მიერ საარჩევნო ნომრის დაანონსებას გამოეხმაურა.
თაკო ჩარკვიანმა მელიას „ამბიციური მოღალატე“ უწოდა.
„არა რა, რომ დავადე ხელი ვალდებულებები აქვს და ამბიციური მოღალატეა მეთქი (ჯერ კიდევ როდის ვთქვი), ისე კი არ ვთქვი ან როგორ ვეტყოდი ასეთ უკიდურეს სიტყვას, ბრალდებას, ინფორმაციის არსებობის გარეშე, როგორ ვეტყოდი?! (ეგ ჩემი სტილი არ არის, ეგ ბედუკაძის პარტნიორების – „ჩიტებიანების” სტილია).
ჰოდა ახლა იფრინე, „ჩიტებიან” ინფორმატორებთან ერთად ნიკანორ, ახლა უკვე სულერთია ეს მელია (კუთხურად და ჟარგონულად რომ ვთქვა: „აწი”, გინდ შაიტანეთ და გინდ გამაიტანეთ, როგორც გიორგი კუჭატნელი – მიწაზე გაშხლართული ფალავანი, ეგ არის და ეგ“, – წერს სოციალურ ქსელში თაკო ჩარკვიანი.
ინფორმაციისთვის, ნიკა მელიამ საარჩევნო ნომერი დააანონსა, რომელიც ნიკა მაჭუტაძის პარტიას ეკუთვნის. საარჩევნო ნომერი 4 მოძრაობას „სახელმწიფო ხალხისთვის“ ეკუთვნის, რომელიც პაატა ბურჭულაძემ დააარსა, ხოლო პარტიის თავმჯდომარე ნიკა მაჭუტაძეა.
მელიას მიერ საარჩევნო ნომრის დაანონსებას მმართველ გუნდშიც გამოეხმაურნენ.
„მაჭუტაძემ [მელიას] დაუთმო [საარჩევნო ნომერი]? მოდი მოვუსმინოთ ამ ხალხს, რაზე შეთანხმდნენ, რა გარიგება იყო. ეს დიდი ამბავი, ეს სენსაცია და პოზიტიური ამბავი როგორ უცებ მოგვახსენეს. როგორ შეთანხმდნენ, ამ ყველაფრის დეტალები გავიგოთ და შემდეგ ვიზეიმოთ, სჯობს. სერიოზული ამბავია და ასე მარტივად ვერ გადავიტანთ ამას. აღნიშვნის საგანია ალბათ“, – აღნიშნა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
კომენტარები