ასტროლოგები მიმდინარე კვირისთვის ასახელებენ ყველაზე ხელსაყრელ დღეებს, როცა ახალი საქმის წამოწყება და მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევა შეგიძლიათ და საუბრობენ იმაზეც, თუ როდის უნდა ვიყოთ შედარებით ფრთხილად:
22 მაისი
ამ დღეს დამსახურებული ჯილდოს მიღების დროა. თუკი ზედმეტად გადაიღალეთ, წინა პერიოდში ბევრი იშრომეთ, ეცადეთ, რაღაცები გამოგესწორებინათ, გაგემრავალფეროვნებინათ, შეგექმნათ, ახლა შედეგს აუცილებლად ნახავთ. შესაძლოა, ეს მაინცდამაინც მატერიალური საჩუქარი არ იყოს, თუმცა იგრძნობთ, რომ პროგრესი გაქვთ. შესაძლოა, ფინანსურადაც წაგახალისონ, დამსახურებული მადლობა და აღიარება მიიღოთ და კიდევ უფრო მეტი მოტივაცია იპოვოთ.
23 მაისი
არ დაგავიწყდეთ, რომ საქმისა და ყოველდღიური რუტინის პარალელურად, დასვენებაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამ დღეს შესაძლოა, უმოტივაციობა, უენერგიობა იგრძნოთ და გარკვეულწილად, შფოთვის ხარისხიც მოგემატოთ. ნუ ინერვიულებთ, ეს თქვენი შინაგანი სამყაროს გამოძახილია, რომ დრო საკუთარ თავსაც დაუთმოთ, დაისვენოთ და განიტვირთოთ.
24 მაისი
ასტროლოგები მოგიწოდებენ, რომ ამ დღეს მნიშვნელოვანი, რადიკალური გადაწყვეტილებები არ მიიღოთ, რადგანაც შესაძლოა, მომდევნო დღეებში შედეგით უკმაყოფილო დარჩეთ და იმედგაცრუებაც იგრძნოთ. შესაძლოა, ემოციური არასტაბილურობა იგრძნოთ, ამის გამო კი ისეთი რამ გააკეთოთ, რაც თქვენთვის არასაჭიროა. ამიტომ, შეეცადეთ, დრო მშვიდად გაატაროთ. გაისეირნეთ, მოუსმინეთ საყვარელ მუსიკას და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები შემდეგი დღეებისთვის გადადეთ.
25 მაისი
ამ დღეს ძალიან დიდ ენერგიას იგრძნობთ და ყველაფერი, რასაც წამოიწყებთ, წარმატებული იქნება. ნახავთ, რომ ის საქმეები, რაც ადრე ძალიან გერთულებოდათ, მოტივაცია არ გყოფნიდათ, შუა გზაზე გააჩერეთ, ახლა მარტივად სრულდება. გამოიყენეთ ეს შანსი და თქვენი ენერგია. დაიწყეთ რაიმე ახალი, ან გააგრძელეთ ის, რაც თაროზე შემოდეთ. წარმატების დიდი შანსი გაქვთ!
კომენტარები