ბაქო ახლა ისე ახლოსაა ერევანთან მშვიდობის მიღწევასთან, როგორც არასდროს, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბაქოს მე-11 გლობალური ფორუმის გახსნის ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„სამხრეთ კავკასიის დამოუკიდებლობის ისტორიაში მშვიდობა ასე ახლოს არასდროს ყოფილა, როგორც დღეს. ეს არის ყარაბაღის მეორე ომის შედეგი“, – აღნიშნა ალიევმა.
სიტყვით გამოსვლისას ალიევმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღდგენას დადებითი შედეგები ექნება კონფლიქტების დარეგულირებისთვის.
მისი თქმით, სამხრეთ კავკასიის რეგიონში ცვლილებები შეიძლება, ლოკალური ჩანდეს, თუმცა სინამდვილეში მათ ბევრად უფრო ფართო შედეგები აქვთ, რადგან ბოლო ერთი წლის განმავლობაში მთავარი გეოპოლიტიკური ცვლილება გახდა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის სრული აღდგენა.
კომენტარები