• ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Tuesday 09th August 2022
Media.Adams.Ge
  • მთავარი
  • COVID-19
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • სპორტი
  • ჯანმრთელობა
  • Faceამბები
  • სხვა
    • პერსონა
    • საინტერესო
    • ჰოროსკოპი
    • შოუ-ბიზნესი
    • ქალი და მამაკაცი
    • კვლევები
    • რჩევები
    • ტესტები
    • კულინარია
    • სახალისო
    • რელიგია
    • ელ წიგნები

ალექსანდრე გოგინავა: აცრილებთან შედარებით, აუცრელ ადამიანებში კორონავირუსის დაავადების მიმდინარეობა 10-ჯერ მაღალია

ალექსანდრე გოგინავა: აცრილებთან შედარებით, აუცრელ ადამიანებში კორონავირუსის დაავადების მიმდინარეობა 10-ჯერ მაღალია
152 ნახვა

აცრილ ადამიანებში დაავადება ძალიან მაღალ პროცენტში მსუბუქად ან საშუალო სიმძიმით მიმდინარეობს, თუ მათ საერთოდ დაემართებათ კოვიდი, ხოლო აუცრელ ადამიანებში, დაავადების მიმდინარეობა 10-ჯერ მაღალია, – ამის შესახებ ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ „ქრონიკას“ განუცხადა.

მისი თქმით, ეპიდსიტუაციის სტაბილიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ჰოსპიტალურმა სექტორმა მუშაობა მეტ-ნაკლებად მშვიდ ვითარებაში გააგრძელოს.

„არსებული ეპიდსიტუაცია კლინიკურ სექტორსა და მედპერსონალზე აისახება, რადგან კლინიკები და საავადმყოფოები მაქსიმალური დატვირთვით მუშაობენ, გადავსებულია და მედპერსონალს საკმაოდ დამქანცველი მუშაობა უწევს, რაც აისახება კიდევაც მათ ჯანმრთელობასა და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზეც. ძალიან მნიშვნელოვანია ეპიდსიტუაციის სტაბილიზაცია, რათა ჰოსპიტალურმა სექტორმა მუშაობა მეტ-ნაკლებად მშვიდ ვითარებაში გააგრძელოს.

დაავადების მიმდინარეობისას ცა და დედამიწასავითაა განსხვავება აუცრელ და აცრილ ადამიანს შორის. აცრილ ადამიანებში დაავადება ძალიან მაღალ პროცენტში მსუბუქად ან საშუალო სიმძიმით მიმდინარეობს, თუ მათ საერთოდ დაემართებათ კოვიდი, ხოლო აუცრელ ადამიანებში, დაავადების მიმდინარეობა 10-ჯერ მაღალია“, – განაცხადა გოგინავამ.

კომენტარები

← Previous Next →
Copyright 2021 Adams.ge ყველა უფლება დაცულია