„ნამდვილად არ მსმენია, რომ ირაკლი კობახიძეს რაიმენაირი ფორმით კორუფციასთან კავშირი ჰქონოდა“, – ასე აფასებს პოლიტიკური ჯგუფის, „მოქალაქეების“ თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი საქართველოს ახალ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს.
ელისაშვილი ასევე მიიჩნევს, რომ კობახიძე კვალიფიციური კადრია.
„ირაკლი კობახიძე არის ძალიან კვალიფიციური ადამიანი. ნამდვილად არ მსმენია, რომ მას რაიმენაირი ფორმით კორუფციასთან კავშირი ჰქონოდა“, – აცხადებს ალეკო ელისაშვილი „რუსთავი 2“ – თან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, პარლამენტმა ირაკლი კობახიძის მთავრობას ნდობა გამოუცხადა. მინისტრთა კაბინეტის განახლებულ შემადგენლობას 84-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 10 წინააღმდეგ წავიდა.
ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად 1 თებერვალს, „ქართული ოცნების“ ყრილობაზე წარადგინეს. ამ თანამდებობაზე მან ირაკლი ღარიბაშვილი შეცვალა.
კომენტარები