კომპანია Alaska Airlines-ის მგზავრს, ნათან ჯონსს, რომელსაც ფრენის პროცესში სამჯერ ჰქონდა პილოტების კაბინის კარში შესვლის მცდელობა, ბრალი წაუყენეს. როგორც CNN წერს, შემთხვევა 3 მარტს, სან-დიეგოდან ვირჯინიის მიმართულებით რეისზე მოხდა.
სასამართლო დოკუმენტების მიხედვით, მგზავრი კაბინის გამოსაღებად სამჯერ გაემართა თვითმფრინავის წინა ნაწილში, რის გამოც, ბორტგამყოლებმა კართან ბარიკადი დადეს და დახმარებისთვის მიმართეს ბორტზე მყოფ სამართალდამცველებს, რომლებიც ფრენისას პროფესიული მოვალეობის შესრულების პროცესში არ იმყოფებოდნენ.
„ბორტზე მყოფ ორ სამართალდამცველს მგზავრისთვის რეზინის ხელბორკილების დადება მოუხდათ და ფრენის დასრულებამდე მის გვერდით ისხდნენ“, – წერს გამოცემა.
არსებული ცნობით, ბორტგამყოლის კითხვაზე, რატომ ცდილობდა კაბინის კარის გაღებას, მგზავრმა უპასუხა, რომ „პილოტების შემოწმება სურდა“.
ვირჯინიის შტატის რაიონულმა სასამართლომ მგზავრს ბრალდება ეკიპაჟის მუშაობაში ხელის შეშლის გამო წაუყენა.
მას შემდეგ, რაც თვითმფრინავი დაეშვა, მგზავრი დააკავეს და Alaska Airlines-ით ფრენა აუკრძალეს.
CNN-ის ცნობით, ნათან ჯონსს ბარგში აღმოაჩნდა სტუდენტი-პილოტის ლიცენზია და რამდენიმე უბის წიგნაკი, რომლებშიც „თვითმფრინავის მართვის, აფრენის, ჰაერში გადაადგილებისა და დაშვების“ ტექნიკა იყო აღწერილი.
ინციდენტს ფედერალური საავიაციო ადმინისტრაცია იძიებს.
კომენტარები