აშშ-ის შტატ ალაბამაში ისტორიაში მეორედ აზოტის გამოყენებით სიკვდილით დასაჯეს 59 წლის ალან იუჯინ მილერი. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
მილერი 1999 წელს სამი მამაკაცის – ლი ჰოლდბრუკსის, კრისტოფერ სკოტ იანსის და ტერი ჯერვისის – მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს. 2022 წელს მას სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს.
„მე არაფერი ჩამიდენია ისეთი, რისთვისაც აქ ვიმყოფები“, – მსჯავრდებულის უკანასკნელი სიტყვები იყო, იუწყება სააგენტო.
Associated Press-ის მტკიცებით, სიკვდილით დასჯა აზოტის გამოყენებით ამერიკაში საკამათო მეთოდად ითვლება. მას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს. თუმცა, ამის მიუხედავად, ხელისუფლება ამ მეთოდზე უარის თქმას ჯერ არ აპირებს.
კომენტარები