ბელორუსის ლიდერმა ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ უკრაინა „მაინც ჩვენი იქნება“, რომ შეერთებული შტატებისთვის ის მეორე ადგილს იკავებს და პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თითქოს ემზადება ქვეყნის დასატოვებლად.
ლუკაშენკოს მიაჩნია, რომ არაბეთ-ისრაელის კონფლიქტის გამწვავების გამო, უკრაინა უკანა პლანზე დგას და პარტნიორები მას ზურგს აქცევენ.
„ახლო აღმოსავლეთში ვითარების გაუარესების გამო უკრაინა უკანა პლანზე გადადის. უკრაინა მაინც ჩვენი იქნება. არავის სჭირდება ეს უკრაინა. ომის დაწყებისას გაგაფრთხილე, ზელენსკის დავურეკე: „ვოლოდია, მომისმინე, როგორც კი სადმე რამე უბედურება იქნება, მაშინვე დაგიწყებენ. და რა ხდება? უკრაინა უკანა პლანზე გადადის“, – განაცხადა ლუკაშენკომ.
ბელორუსის ლიდერმა დასძინა, რომ დასავლელი პოლიტიკოსების შემხედვარე მას „ხანდახან ტირილი უნდა“ და თქვა: „ისინი არ ფიქრობენ ხალხზე. ამბობენ, რომ ზელენსკიც ემზადება წასასვლელად“.
კომენტარები