• ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Tuesday 09th August 2022
Media.Adams.Ge
  • მთავარი
  • COVID-19
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • სპორტი
  • ჯანმრთელობა
  • Faceამბები
  • სხვა
    • პერსონა
    • საინტერესო
    • ჰოროსკოპი
    • შოუ-ბიზნესი
    • ქალი და მამაკაცი
    • კვლევები
    • რჩევები
    • ტესტები
    • კულინარია
    • სახალისო
    • რელიგია
    • ელ წიგნები

ახალციხეში 10 ივნისს დასაქმების ფორუმი გაიმართება

ახალციხეში 10 ივნისს დასაქმების ფორუმი გაიმართება
130 ნახვა

ქალაქ ახალციხეში 10 ივნისს ახალგაზრდების დასაქმების ფორუმი გაიმართება.

ფორუმი სსიპ „დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა“ და „კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის“ (CENN) ორგანიზებით, ევროკავშირის მხარდაჭერით, პროექტის „EU4Youth: სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება (SEED) მწვანე ზრდისათვის“ ფარგლებში იმართება.

„ფორუმი ჩატარდება 10 ივნისს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში და მისი ხანგრძლივობა 11.00 საათიდან 16.00 საათამდეა. ახალგაზრდების ფორუმზე სამცხე-ჯავახეთის რეგიონში არსებული 49 მცირე და საშუალო ბიზნესი ვაკანსიებს წარმოადგენს. ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იქნება 260 ვაკანსია და 50 სტაჟირების შესაძლებლობა.

ფორუმში ჩაერთვება 300-ზე მეტი სამუშაოს მაძიებელი, რომლებსაც შესაძლებლობა ექნებათ, შეხვდნენ დამსაქმებლებს, გაესაუბრონ სასურველი ვაკანსიის თაობაზე და საკუთარი უნარები პოტენციურ დამსაქმებლებთან პირდაპირი კომუნიკაციის გზით წარმოაჩინონ.

სამუშაო ადგილები ძირითადად მომსახურებისა და წარმოების სფეროებიდან იქნება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ იმ კომპანიებს, რომლებიც ფიზიკურად ვერ გამოცხადდებიან ფორუმზე, შეეძლებათ ონლაინ პლატფორმის საშუალებით, შეხვდნენ მათი ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს. ფორუმში ონლაინ 3 კომპანია ჩაერთვება.

დასაქმების ფორუმში მონაწილეობის მსურველ სამუშაოს მაძიებლებს წინასწარი კონსულტაციისთვის, ფორუმამდე სხვადასხვა სერვისის მიღების შესაძლებლობა მიეცათ, CENN-ისა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჩართულობით, გადამზადდა 100-ზე მეტი ახალგაზრდა.

ფორუმის ფარგლებში, დასაქმების მაძიებლებს შესაძლებლობა ექნებათ, ადგილზე გადაიღონ პროფესიონალური ფოტოსურათი და გამოიყენონ შემდგომი დასაქმების მიზნით“, – აცხადებენ ორგანიზატორები.

ფორუმის თანაორგანიზატორები არიან: სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო (SESA), დემოკრატიული ჩართულობის მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციისა (UNAG) და შვედეთის გაეროს ასოციაციის თანამშრომლობით, ფორუმ სივ/სიდას (Civ/Sida) ფინანსური მხარდაჭერით.

კომენტარები

← Previous Next →
Copyright 2021 Adams.ge ყველა უფლება დაცულია