ახალი ზელანდიის პრემიერმინისტრი ჯესინდა არდერნი ბავშვთან ერთად საჯაროდ პირველად ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე გამოჩნდა. მასთან ერთად მისი პარტნიორი კლარ გეიფორდი იყო, რომელიც ჟურნალისტია, თუმცა ამჟამად არ მუშაობს და ბავშვს უვლის.
ჯესინდა არდერნმა 21 ივნისს იმშობიარა. გოგო 3,3 კილოგრამი დაიბადა. არდერნი, 1856 წლის შემდეგ, ახალი ზელანდიის ისტორიაში, ყველაზე ახალგაზრდა პრემიერმინისტრი გახდა. მან მემარცხენე-ცენტრისტული მთავრობა ჩამოაყალიბა.
რაც შეეხება პირველ ქალს, რომელმაც პრემიერობისას ბავშვი გააჩინა, ეს 1990 წელს პაკისტანის პრემიერმინისტრი ბენაზირ ბუტო იყო.
კომენტარები